TaoNews.Ge

nikoloz

„თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს

„თალიბანმა“  გამოაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. ამის შესახებ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება. თალიბების განცხადებით, ქვეყნის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, მოძრაობა თალიბანმა კონტროლი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა. ამავე ტელეარხის ინფორმაციით, დაჯგუფებამ დაიკავა ქვეყნის ყველაზე დიდი ბაგრამის ავიაბაზა. მათ გაათავისუფლეს ადგილობრივ ციხეებში მყოფი პატიმრებიც.

მეუფე ნიკოლოზი – ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ – მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად

მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს ხალხის გასამხნევებლად აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა. მისივე თქმით, აცრის ან აუცრელობის დაძალება ყოვლად გაუმართლებელი საქციელია და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორი საქციელია. „სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისაგან, …

მეუფე ნიკოლოზი – ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ – მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად Read More »

დიღომში სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია.      

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დატოვოს. „თალიბანმა“ დღეს …

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა Read More »

თურქეთში რუსეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა ბორტის ყველა წევრი

რუსული სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი თურქეთში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსეთის, ხოლო 3- თურქეთის მოქალაქე. მედიის ცნობით, ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩა. Be-200-მა ავიაკატასტროფა ქალაქ ადანასთან განიცადა. ის იქ ხანძრის ჩასაქრობად იყო. ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად თურქეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრება.

ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოშია

მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.  მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.  

აი ასე გაგვწირავენ  ჩვენც ამერიკელები,  როგორც ავღანელები გაწირეს!-ნიკოლოზ მჟავანაძე

საინფორმაციო სააგენტო ..ტაონიუსის” გენერალური დირექტორი და ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე: ..თალიბები ქაბულში არიან. წყალში ჩაიყარა ამერიკელების ტრილიონი და უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე, მათ შორის ქართველების. აი ასე გაგვწირავენ  ჩვენც ამერიკელები,  როგორც ავღანელები გაწირეს!

„ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური, ტაქსებში კი უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში“

„ლებორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას ეხმაურება. მისი თქმით, ტაქსებში უფრო მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება ვიდრე ავტობუსში.  „ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გააუქმოს ეს გენოციდური გადაწყვეტილება. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ახსნას, რომ ტაქსებში უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ …

„ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური, ტაქსებში კი უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში“ Read More »

„მოგსტ@@# პატრონი, არ აიცრათ“ – რას წერს ია ფარულავა

ცნობილი რეპერის, ემინემის ქალიშვილი კიმბერლი-უიტნი ამბობს, რომ ამიერიდან ის გენდერულად ნეიტრალური პერსონაა და სტივი ჰქვია. 48 წლის რეპერის ქალიშვილმა ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და დღეს საჯაროდ გაახმოვანა. ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი მოვლენა, როდესაც 19 წლის კიმბერლი-უიტნის დედამ თვითმკვლელობა სცადა. ემინემმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ გოგონა მაშინ იშვილეს, როდესაც ხანგრძლივი განქორწინების შემდეგ შერიგდნენ. სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, …

„მოგსტ@@# პატრონი, არ აიცრათ“ – რას წერს ია ფარულავა Read More »

ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები – 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ

ოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, …

ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები – 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ Read More »

კოპირება აკრძალულია!