TaoNews.Ge

პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც, მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა – შალვა ნათელაშვილი

„ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური, ტაქსებში კი უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში“

„ლებორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას ეხმაურება.

მისი თქმით, ტაქსებში უფრო მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება ვიდრე ავტობუსში. 

„ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გააუქმოს ეს გენოციდური გადაწყვეტილება. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ახსნას, რომ ტაქსებში უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში. დაანებეთ თავი თქვენი ტაქსო–კომპანიების გამდიდრებაზე ფიქრს ხალხის უბედურების ხარჯზე,“- წერს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!