TaoNews.Ge

nikoloz

საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტებს განათავსებენ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მხოლოდ საშუალო სიმძიმის პაციენტები განთავსდებიან. “აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება, თუ ამის საჭიროება შეიქმნა. აქ მხოლოდ და მხოლოდ არ იქნება შესაძლებლობა ადამიანის დაინტუბირება, ანუ მართვით აპარატზე გადაყვანა, დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს ამ საფეხურამდე შეეძლება აქ განთავსება”,-გიორგი წოწკოლაური. 

დელტა შტამის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე: “ჩინეთში ვერ არის კარგად საქმე. მსოფლიოში სიდიდით მესამე პორტი ნაწილობრივ დაკეტილია. კოვიდის დელტა ვარიანტის აფეთქების გამო! ეხლა მსოფლიოში არის კოვიდი-19 დელტა ვარიანტის პირველი ტალღა. მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ 2022 წლის იანვრისთვის. ვიცით რომ მეორე ტალღა არის პირველზე მინიმუმ 3-ჯერ უფრო ძლიერი. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და გავაგრძელოთ …

დელტა შტამის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ – გიორგი ფხაკაძე Read More »

2.676 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი, 4.119 განკურნებული

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2.676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს. რაც …

2.676 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი, 4.119 განკურნებული Read More »

იოსებ სტალინი ფაქტებით

  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იოსებ სტალინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: ,,1. 1919 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობამ აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. 1921 წელს ლენინის გადაწყვეტილებით შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც გამოეყო საქართველოს. 1931 წელს სტალინმა აფხაზეთის სსრ გააუქმა, ჩამოაქვეითა მისი სტატუსი ისევ ავტონომიამდე და საქართველოს გადასცა. 2. სტალინის მიერ შექმნილი ახალი კონსტიტუციით …

იოსებ სტალინი ფაქტებით Read More »

“ამერიკამ გვიღალატა!”-აშშ-ში ავღანელებმა თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

ამერიკამ გვიღალატა!”  “ახლავე გამოიყვანეთ ავღანელები!”  “20-წლიანი ომი რისთვის?”  აშშ-ში ავღანელებმა თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრები  23:42 საათზე, ასევე 03:19 საათზე დაფიქსირდა.

32 ქართველი მოკვდა 100 მდე დაინვალიდდა ავღანეთში კოალიციის ეგიდით და რისთვის?-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,32 ქართველი მოკვდა 100 მდე დაინვალიდდა ავღანეთში კოალიციის ეგიდით და რისთვის? თავად ამერიკამ 2300 ჯარისკაცი და ტრილიონი დაკარგა და რისთვის?”-აცხადებს  ,საინფორმაციო სააგენტო ..ტაონიუსის” გენერალური დირექტორი და ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

ნაციონალების მერობის კანდიდატების სია

ენმ-მ  თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა. ხატია დეკანოიძე – ქუთაისი ზაალ უდუმაშვილი – მცხეთა დავით კირკიტაძე – რუსთავი გიორგი ბოტკოველი – თელავი თემურ ჯანაშია – მარტვილი გიორგი კირთაძე – ბათუმი ბონდო თევდორაძე – ქობულეთი მიშა ღონღაძე – ხელვაჩაური რამინ ბერიძე – ქედა როინ ზოიძე – შუახევი გოგიტა სოლომონიძე – ხულო ბადრი დემურიშვილი – ვანი ბაქარ ხინჯაკაძე – ზესტაფონი მამუკა ბიბილეიშვილი – სამტრედია მარეხი დათაშვილი – ადიგენი გიორგი …

ნაციონალების მერობის კანდიდატების სია Read More »

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალებიდან ანზორ მელია იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ანზორ მელია ნიკა მელიამ წარადგინა. “დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა ამ ემოციებს ვერ გამოვხატავ”, – განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

„ამ გოგომ სონეტების საწერად საავადმყოფო აირჩია, გამოუშვით მაქედან, ლოგინს იკავებს“- ხატია სიჭინავა თამუნა თანდაშვილს დაუპირისპირდა

ხატია სიჭინავა კოვიდინფიცირებულ თამუნა თანდაშვილს დაუპირისპიდა. “ეს გოგო იმაზე კარგად არის აშკარად, ვიდრე უბრალოდ გაციებულიც. ადრე, სონეტების საწერად მიტოვებულ ადგილებს ირჩევდნენ და ამან სავარაუდოდსაავადმყოფო აირჩია. გამოუშვით მაქედან, ადგილს იკავებს აშკარად”,- წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში. თამუნა თანდაშვილი 24 დღეა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსს ებრძვის. ამის პარალელურად ის ხშირად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას კორონავირუსის გართულებულ ფორმებზე, სიმპტომებზე, …

„ამ გოგომ სონეტების საწერად საავადმყოფო აირჩია, გამოუშვით მაქედან, ლოგინს იკავებს“- ხატია სიჭინავა თამუნა თანდაშვილს დაუპირისპირდა Read More »

კოპირება აკრძალულია!