TaoNews.Ge

„თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს

„თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს

„თალიბანმა“  გამოაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. ამის შესახებ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება.

თალიბების განცხადებით, ქვეყნის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, მოძრაობა თალიბანმა კონტროლი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა.

ამავე ტელეარხის ინფორმაციით, დაჯგუფებამ დაიკავა ქვეყნის ყველაზე დიდი ბაგრამის ავიაბაზა.

მათ გაათავისუფლეს ადგილობრივ ციხეებში მყოფი პატიმრებიც.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!