TaoNews.Ge

საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტებს განათავსებენ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მხოლოდ საშუალო სიმძიმის პაციენტები განთავსდებიან.

“აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება, თუ ამის საჭიროება შეიქმნა. აქ მხოლოდ და მხოლოდ არ იქნება შესაძლებლობა ადამიანის დაინტუბირება, ანუ მართვით აპარატზე გადაყვანა, დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს ამ საფეხურამდე შეეძლება აქ განთავსება”,-გიორგი წოწკოლაური. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!