TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

რუსეთში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლგბტ პროპაგანდა იკრძალება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, პირველი მოსმენით კანონი დაამტკიცა, რომელიც ლგბტ და პედოფილიის პროპაგანდას, ასევე ლგბტ ინფორმაციის დემონსტრაციას კრძალავს, რომელიც სქესის შეცვლის პროპაგანდას შეიცავს – იუწყება „ინტერფაქსი“.

დუმას ცვლილებები 5 კანონში შეაქვს. ლგბტ პროპაგანდისთვის ფიზიკური პირები 50-დან 400 – ათას რუსული რუბლით (800 – 6400 აშშ დოლარი), თანამდებობის პირები 100 ათასიდან 800 ათას რუბლამდე (1600 – 12800 აშშ დოლარი), ხოლო იურიდიული პირები  800 ათასიდან 5 მლნ რუბლამდე (12 800 – 81 000 აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება პედოფილიის პროპაგანდას, იქ ჯარიმები 200 ათასი რუბლიდან (3200 აშშ დოლარი) იწყება და იურიდიული პირებისთვის 4 მლნ რუბლს (64 800 აშშ დოლარი) აღწევს.

კანონის მოქმედება ეხება ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიო-ვიზუალურ სერვისებს, კინემატოგრაფიას და რეკლამას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!