რუსეთის სახელმწიფო დუმამ, პირველი მოსმენით კანონი დაამტკიცა, რომელიც ლგბტ და პედოფილიის პროპაგანდას, ასევე ლგბტ ინფორმაციის დემონსტრაციას კრძალავს, რომელიც სქესის შეცვლის პროპაგანდას შეიცავს – იუწყება „ინტერფაქსი“.
დუმას ცვლილებები 5 კანონში შეაქვს. ლგბტ პროპაგანდისთვის ფიზიკური პირები 50-დან 400 – ათას რუსული რუბლით (800 – 6400 აშშ დოლარი), თანამდებობის პირები 100 ათასიდან 800 ათას რუბლამდე (1600 – 12800 აშშ დოლარი), ხოლო იურიდიული პირები 800 ათასიდან 5 მლნ რუბლამდე (12 800 – 81 000 აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება პედოფილიის პროპაგანდას, იქ ჯარიმები 200 ათასი რუბლიდან (3200 აშშ დოლარი) იწყება და იურიდიული პირებისთვის 4 მლნ რუბლს (64 800 აშშ დოლარი) აღწევს.
კანონის მოქმედება ეხება ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიო-ვიზუალურ სერვისებს, კინემატოგრაფიას და რეკლამას.