უკვე 31 დღეა ველოდებით ნატოს თვითმფრონავებისა და ტანკების მხოლოდ 1%-ს. ვინ ხელმძღვანელობს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ ისევ მოსკოვი დაშინების გზით? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რა არის ევროპული უსაფრთხოების ფასი? ეს არის თვითმფრინავები, ტანკები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, გემ საწინააღმდეგო იარაღი უკრაინისთვის. ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რასაც მტვერი ფარავს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის დახმარება, რადგან ეს ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას.