TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – განა ასეთი ნატო გვინდოდა? – ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო

სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა – ზელენსკი

უკვე 31 დღეა ველოდებით ნატოს თვითმფრონავებისა და ტანკების მხოლოდ 1%-ს. ვინ ხელმძღვანელობს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ ისევ მოსკოვი დაშინების გზით? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რა არის ევროპული უსაფრთხოების ფასი? ეს არის თვითმფრინავები, ტანკები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, გემ საწინააღმდეგო იარაღი უკრაინისთვის. ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რასაც მტვერი ფარავს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის დახმარება, რადგან ეს ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!