2026 წლის 19 ნოემბერს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბელარუს-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის განვითარება ყველა დონეზე და ეკონომიკური კავშირების გაფართოება. თანამოსაუბრეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის კონტაქტების გააქტიურების პერსპექტივებს.
გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა ასევე გამართა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ უტიუპინმა. განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ბელარუს-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა. თანამოსაუბრეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების მზაობა, ხელი შეუწყონ ბელარუს-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას..






