თბილისი ⛅ 3°
პარ/13 ნოე./2026 15:34
თბილისი ⛅ 3°
ტიხანოვსკაიასთან შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება!-ნიკოლოზ მჟავანაძე

ტიხანოვსკაიასთან შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება!-ნიკოლოზ მჟავანაძე

პოლიტოლოგი, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე და საინფორმაციო სააგენტო „ტაონიუსის“ დირექტორი ნიკოლოზ მჟავანაძე კობახიძე ტიხანოვსკაიას შეხვედრასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ,,კატეგორიულად ვგმობ და ღრმა აღშფოთებას გამოვთქვამ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის გამო ბელარუსული ოპოზიციის წარმომადგენელ სვიატლანა ციხანოუსკაიასთან.
ეს ნაბიჯი არის ყოვლად გაუმართლებელი, არადიპლომატიური და პირდაპირ უთხრის ძირს საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ტრადიციულ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. როდესაც ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურ კონტაქტს ამყარებს მეგობარი სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ დესტრუქციულ ძალასთან, ეს ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია’’.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ტიხანოუსკაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა. როგორც ციხანოვსკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, შეხვედრა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა.

„წამოვჭერი სირთულეები, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტებისა და ბინადრობის ნებართვების მიღებისა და სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგებისას აწყდებიან. მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც ემიგრაციაშიც პოლიტიკური დევნის წინაშე დგანან“, – აღნიშნავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,საქართველომ არასდროს უნდა დავივიწყოს ისტორიული სიმართლე და რეალობა: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მან ეს საქმით არაერთხელ დაამტკიცა. მიუხედავად უდიდესი საგარეო წნეხისა და მოსკოვიდან წამოსული არაერთი მოთხოვნისა თუ თხოვნისა, ბელარუსმა არ აღიარა ჩვენი ძირძველი კუთხეების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. ასეთ პრინციპულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ემსახურება, განსაკუთრებული მოფრთხილება და დაფასება სჭირდება.


ბოლო პერიოდში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდეს. სახეზეა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, იზრდება ტვირთბრუნვა, ჩვენი ხალხები და ქვეყნები ყოველდღიურად უახლოვდებიან ერთმანეთს. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს პოზიტიური პროცესები შეუქცევადი ხდება, დუბლინში გამართული მსგავსი შეხვედრები მიღწეულ შედეგებს წყალში ყრის და სერიოზულ ჩრდილს აყენებს ორმხრივ ნდობას.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი წინდახედულობა და პრაგმატიზმი უნდა გამოიჩინოს. დაუშვებელია გარე ძალების საამებლად იმ სახელმწიფოსა და ლიდერის გაღიზიანება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე დგას. ჩვენი ეროვნული ინტერესი მოითხოვს მინსკთან ურთიერთობების გაღრმავებას და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ამ მეგობრობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ტიხანოუსკაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა.
როგორც ციხანოვსკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, შეხვედრა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა.
„წამოვჭერი სირთულეები, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტებისა და ბინადრობის ნებართვების მიღებისა და სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგებისას აწყდებიან. მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც ემიგრაციაშიც პოლიტიკური დევნის წინაშე დგანან“, – აღნიშნავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი’’-ამბობ მჟავანაძე

ნიკოლოზ მჟავანაძე
პოლიტოლოგი, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, საინფორმაციო სააგენტო „ტაონიუსის“ დირექტორი

 

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები