TaoNews.Ge

UNICEF ორგანიზებით ბათუმში სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ გაიმართა

ამა წლის 27-28 მაისს ბათუმში გაიმართა ორდღიანი სემინარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით თემაზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“.
 სემინარი საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა. მას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, მღვდელი გიორგი ფირცხელანი, ბათუმისა და ლაზეთის და შემოქმედის ეპარქიების სასულიერო პირები, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.
 სემინარზე აღინიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბავშვთა და ახალგაზრდათა პრობლემებს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. სასულიერო პირები უნდა იღებდნენ ყველაზე თანამედროვე ინფორმაციას კომპეტენტური ექსპერტებისაგან, რათა დაეხმარონ ოჯახებს გაძლიერებაში, ბავშვებსა და ახალგაზრდებს მარადიული ღირებულებების გათავისებაში.
 სემინარზე ისაუბრეს ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის და ამ დოკუმენტებში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ.
 ამას გარდა, დისკუსია გაიმართა წმინდა სინოდის მიერ 2021 წლის თებერვლში დადგენილი საკითხის ირგვლივ ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტების ჩართულობით. სასულიერო პირებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დღეს COVID-19-ის პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და სამედიცინო მიდგომების შესახებ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!