2 ივნისს თბილისში საქართველოს ნაკრებთან შესახვედრად რუმინეთის ნაკრებს გეორგე ჰაჯი ჩამოიყვანს – ამის შესახებ რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ ბუქარესტში, ფეხბურთის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ 61 წლის ჰაჯი რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას დათანხმდა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ეროვნული ნაკრებისთვის მოკლევადიანი მიზნები გამოკვეთა.
„ჩვენი მიზანია ერთა ლიგის ჯგუფის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა“, – თქვა გეორგი ჰაჯიმ პრესკონფერენციაზე.
რუმინეთმა ევრო 2024-ზე ითამაშა და მერვედფინალში გავიდა, თუმცა ტურნირს ნიდერლანდებთან 0:3 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. უეფას ერთა ლიგაზე რუმინეთი B ლიგის B4 ჯგუფშია და პოლონეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და შვედეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები რუმინეთს ამხანაგურ შეხვედრაში 2 ივნისს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ ეთამაშება.






