თბილისი ⛅ 3°
სამ/20 ოქტ./2026 21:42
თბილისი ⛅ 3°
გაათავისუფლეთ გულბაათ რცხილაძე!

გაათავისუფლეთ გულბაათ რცხილაძე!

თანამედროვე ქართულ რეალობაში, სადაც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და პატრიოტიზმი ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამართლის ინსტრუმენტალიზაცია. მე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ტაონიუსის’’ დირექტორი ნიკოლოზ მჟავანაძე, მივიჩნევ, რომ პოლიტოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, გულბაათ რცხილაძის დაკავება უსაფუძვლო „ჯაშუშობის“ ბრალდებით, სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს კლასიკურ უკანონო პატიმრობას. ეს ნაბიჯი პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სიტყვის თავისუფლებას.

სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია, რომ ნებისმიერი დევნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას. გულბაათ რცხილაძის  საქმე მოკლებულია მყარ იურიდიულ არგუმენტაციას და ატარებს დეკლარაციულ ხასიათს. მაშინ, როდესაც ქვეყანას რეალური ეროვნული საფრთხეები ემუქრება, სამეცნიერო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლის იზოლაცია მიუღებელი პრეცედენტია.

გულბაათ რცხილაძის მრავალწლიანი მოღვაწეობა ყოველთვის ხორციელდებოდა საჯაროდ, გამჭვირვალედ და ორიენტირებული იყო საქართველოს ინტერესების სამეცნიერო დონეზე დაცვაზე:

  1. მისი უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამეცნიერო-მემორიალური პროექტი. იგი აქტიურად ხელმძღვანელობდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების საფლავებისა და ნეშტების მოძიებას, რათა მომხდარიყო მათი ხსოვნის უკვდავყოფა.
  2. მისი თაოსნობით აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფაშიზმზე გამარჯვების მონუმენტებსა და ისტორიულ ძეგლებს საქართველოში, რაც ქართველი ერის ფასდაუდებელი წვლილის დემონსტრირება იყო საერთაშორისო ასპარეზზე.
  3.  როგორც „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, მან შექმნა აკადემიური პლატფორმები, სადაც იბეჭდებოდა მეცნიერული ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური კრიზისის პირობებში აკადემიური და საზოგადოებრივი ხიდების შენარჩუნება წარმოადგენდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, კულტურული და სამეცნიერო დიალოგი არ შეწყვეტილიყო, რაც პირდაპირ ემსახურებოდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეას.

აღსანიშნავია, რომ მის ამ ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მოღვაწეობას საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა. დაპატიმრებამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, გულბაათ რცხილაძე დაჯილდოვდა მედლით.

უფრო მეტიც, ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო და ანალიტიკური ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე სხვა ქვეყნების მიერაც იქნა შემჩნეული — ბელარუსის რესპუბლიკამ მე და გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო საიუბილეო მედლებით დაგვაჯილდოვა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საქმიანობა ატარებდა აბსოლუტურად ღია, ლეგიტიმურ და მშვიდობისმყოფელურ ხასიათს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ კულუარულ თუ „ფარულ“ კანონსაწინააღმდეგო აქტივობას.

მისი დაპატიმრებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ანალიტიკურ და პრაქტიკულ სივრცეში უდიდესი, სახიფათო ვაკუუმი გაჩნდა. პარალიზებულია ის საინფორმაციო და სამეცნიერო პლატფორმები, რომლებიც კრიზისების დროს კომუნიკაციის ალტერნატიულ არხებს წარმოადგენდნენ.

როგორც ადამიანი, რომელიც წლებია, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში, უმძიმესი ფაქტის წინაშე დავდექი — მე და ჩვენს საერთო საქმეს გამომაკლდა უაღრესად მაღალი კომპეტენციის მქონე კოლეგა და თანამებრძოლი, რომელიც ჩემთან ერთად დაუღალავად მუშაობდა. ამ ინტელექტუალური რესურსის ხელოვნურად გამოკლება და დარგში ვაკუუმის შექმნა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს, არამედ მთლიანად აფერხებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება.

ამ აბსურდულ დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გამართულ ბრიფინგზე დავსვი  კითხვა, რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერ, მარია ზახაროვას პასუხი და დეტალური შეფასება:

„მან (გულბაათ რცხილაძე) ნამდვილად ბევრი გააკეთა ჩვენი ერების დაახლოებისთვის, ჩვენს საერთო წარსულს სწავლობდა – მემორიალური სამუშაოები, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილების ძიება, მონუმენტების აღდგენა. ისტორიულ სიმართლეს იცავდა, მათ შორის ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ერის დიდი და ფასდაუდებელი წვლილის. ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა. არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს… იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს საკითხში გარკვევას“.

ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ გულბაათ რცხილაძის მიმართ წაყენებული ბრალდება მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს. ადამიანი, რომელიც ღიად, საჯარო სამეცნიერო კონფერენციებზე, პრესასა და საერთაშორისო ფორუმებზე იცავდა თავის პოზიციებს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ფარულ აგენტად“.

დემოკრატია არ გამოიხატება განსხვავებული აზრის დევნაში, არამედ სამართლიანობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. აკადემიური წრეების წარმომადგენლის დევნა ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეთ გულბაათ რცხილაძე, დიახ ხელისუფლებას მოვუწოდებ და არა სასამართლოს რადგან კარგად ვიცი რა დიდი წნეხის ქვეშაა სასამართლო ხელისუფლებისგან როცა ის პოლიტიკურ საქმეეებს ც იხილავს. აღვადგინოთ სამართლიანობა და შეწყდეს ეს უსაფუძვლო პოლიტიკური დევნა. სამართალმა და სიმართლემ უნდა იზეიმოს!

ნიკოლოზ მჟავანაძე

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები