TaoNews.Ge

Porsche-ს ბავშვის ახალი და უცნაური სავარძელი

Porsche-ს ბავშვის ახალი და უცნაური სავარძელი

პატარა ბავშვების „პორშეთი“ გადაყვანა პრობლემას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. სუპერთანამედროვე სავარძლის გამოყენებით, 911-ით, Panamera-თი, Cayenne-თა და სხვა მოდელებით გადაყვანისას, ბავშვი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნება. ავტოსპორტით შთაგონებული 6-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი და Porsche-ს ლოგო სავარძელს სპორტულ შეხედულებას აძლევს. ადაპტირებადი თავის დასადები ბავშვის ზრდასთან ერთად პოზიციის შეცვლის საშუალებას იძლევა.

სავარძელი ევროკავშირის რეგულაციებს აკმაყოფილებს. მოთხოვნების თანახმად, სავარძელი ავტომობილიში ადვილად უნდა თავსდებოდეს და გვერდითა შეჯახებებისგან კარგად იცავდეს. განსაკუთრებით კარგად უნდა იცავდეს კეფას და კისერს.

Porsche-ს ახალი სავარძელი 40-83 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვებისთვისაა. მეტი კომფორტულობისთვის ჩვილის საწოლი მთლიანი კორპუსიდან ძვრება.

ბაზის მოწყობილობა დამატებითი არჩევანია. ის ავტომობილის უკანა სავარძელზე მონტაჟდება და ბავშვის სავარძლის დადებას ამარტივებს. ამ მოწყობილობის გარეშე სავარძელი ღვედებით უნდა დამაგრდეს.

უფრო დიდი ზომის სავარძელი 76-105 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვს იტევს. ჯდომის პოზიცია ადაპტირებადია.

რა თქმა უნდა, ამ კომპანიის უახლესი სავარძელი იაფი ვერ ეღირება. ჩვილი ბავშვის სავარძელი $416.23 ღირს, უფრო დიდი ზომის კი $557.53.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!