TaoNews.Ge

LG სმარტფონების წარმოებას წყვეტს

LG სმარტფონების წარმოებას წყვეტს

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური კომპანია LG სმარტფონების წარმოების შეწყვეტას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს.
როგორც კომპანიასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, სმარტფონების გამოშვებაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანიაში სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.
2020 წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სმარტფონების წარმოება LG-სთვის წამგებიანი იყო. ექსპერტების თქმით, LG-ის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ინოვაციურობისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვა აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კომპანია გლობალური სმარტფონების ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა და რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა. 2020 წლიდან კი ეს მაჩვენებელი 1%-ს ჩამოსცდა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა The Verge-ი LG-ის მიერ სმარტფონების ბიზნესიდან გასვლის შესახებ 20201 წლის დასაწყისშიც წერდა.

წყარო :Bm.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!