TaoNews.Ge

Hyundai და Kia აშშ-ში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას განიხილავენ

Hyundai და Kia აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაში რამოდენიმე მილიარდის დაბანდებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სამხრეთკორეული ავტოკონცერნები აღნიშნული მიმართულებით 7.4 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებენ.

CNN-ი წერს, რომ ავტოკონცერნებმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივის ფარგლებში მიიღეს. პრეზიდენტმა წლის დასაწყისში დააანონსა, რომ აშშ ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაში 174 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!