აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგს თეთრ სახლში სადილზე აღარ მიიწვევს.
„შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება,“- ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
მედია საშუალებები წერენ, რომ აღნიშნული კომენტარით დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა მინიშნება თეთრ სახლში დაბრუნების სურვილის შესახებ.
შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვა მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტრამპის ქმედებებით დაირღვა მათი რეგულაციები, რის გამოც ახალი პროტოკოლის შესაბამისი უმაღლესი სასჯელი დაიმსახურა.