TaoNews.Ge

Facebook-მა დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვა მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგს თეთრ სახლში სადილზე აღარ მიიწვევს.

„შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება,“- ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

მედია საშუალებები წერენ, რომ აღნიშნული კომენტარით დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა მინიშნება თეთრ სახლში დაბრუნების სურვილის შესახებ.

შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვა მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტრამპის ქმედებებით დაირღვა მათი რეგულაციები, რის გამოც ახალი პროტოკოლის შესაბამისი უმაღლესი სასჯელი დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!