TaoNews.Ge

Chevrolet ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს

კონცერნ GM-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად Chevrolet-ი ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს.

ეს იქნება მოდელი Silverado, რომელიც ახალი მოდულის მქონე Ultium პლატფორმაზე აიწყობა. ამავე პლატფორმაზე იწყობა ჰამერი დეტროიტში Factory Zero-ს ქარხანაში.

General Motors-მა პირველ თიზერში პიკაპის სილუეტი არ აჩვენა. კომპანიის ხელმძღვანელის მარკ როსის განცხადებით, კომპანია ელექტროპიკაპებთან მიმართებით მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის და ელექტრომობილების წარმოებაში ახალ სიტყვას იტყვის.

წყარო : energynews.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!