TaoNews.Ge

nikoloz

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” | რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის წინ მოწყობილია სპეციალური სცენა. საპროტესტო აქციაზე უკვე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.

პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ, ილია მეორეა მთავარი დამნაშავე – ბასილ კობახიძე

ილია ll მთავარი დამნაშავეა და უნდა დააკავონ, მეუფეები და მრევლი – შემსრულებლები – ასე ეხმაურება თეოლოგი ბასილ კობახიძე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს. “პატრიარქი ილია მეორე უნდა დააკავოს პოლიციამ. მის კოტიტა თითებზეა ლექსო ლაშქარავას სისხლი. ნუ გეშინიათ და თავს ნუ იტყუებთ, პირდაპირ უნდა დასახელდეს მთავარი დამნაშავე. ილია მეორეა მთავარი დამნაშავე, ხოლო ბანდიტი მეუფეები სისხლისმსმელი მღვდლები და გავეშებული მრევლი – შემსრულებლები. ილია მეორეა მთავარი ურჩხული, …

პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ, ილია მეორეა მთავარი დამნაშავე – ბასილ კობახიძე Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია

ირაკლი ღარიბაშვილი – უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური თანადგომას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. „უდიდეს …

ირაკლი ღარიბაშვილი – უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია Read More »

შსს „ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება. შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მის კოლეგებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, …

შსს „ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი Read More »

აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი

აშშ-ის საელჩო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს “ტვ პირველში” და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად …

აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი Read More »

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ​გარდაიცვალა

ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტაონისი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და “ტვ პირველის” თანამშრომლებს.

სწრაფი კვების რესტორანი ,,ენდორფინი” სასულიერო პირებზე პროდუქციას არ გაყიდის

სწრაფი კვების რესტორანი ,,ენდორფინი” შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს: ,,ენდორფინის პროდუქცია მოძალადეებზე და სასულიერო პირებზე აღარ გაიყიდება! სოლიდარობა ყველა ჟურნალისტსა და ყველანაირ უმცირესობას! ძირს ძალადობა და სიბნელე!”.

ეკლესიის და ქვეყნის მტერი ლევან ბერძენიშვილი და თამთა მიქელაძის იურისტები ლექცია სემინარებს ადვოკატთა ასოციაციაში არ უნდა ატარებდნენ-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,ეს ჟურნალისტები გასაგებია, მაგრამ მე ზოგიერთი ჩემი კოლეგის ლუსტრაცია და არასწორი პოზიცია მაკვირვებს, გადავხედე რა (ზოგიერთის ვინაობას არ დავასახელებ) მათ სტატუსებს რომ თურმე ათასობით ადამიანი ვინც პატრიარქის მოწოდებით სოდომისტების წინააღმდეგ გამოვიდა ბნელი და ჰომოფობია. ყვითელმა ჟილეტებმა გადაწვეს ნახევარი პარიზი და მათთვის არ უწოდებია მსგავსი რა არავის და აქ მთელი საქართველო ჰომოფობებად შერაცხეს. ვინმემ თუ იძალადა …

ეკლესიის და ქვეყნის მტერი ლევან ბერძენიშვილი და თამთა მიქელაძის იურისტები ლექცია სემინარებს ადვოკატთა ასოციაციაში არ უნდა ატარებდნენ-ნიკოლოზ მჟავანაძე Read More »

მართლა სამარცხვინო და სიბნელეა მოსამართლე რომან ხორავა-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,მართლა სამარცხვინო და სიბნელეა მოსამართლე რომან ხორავა! აღკვეთის ღონისძიების განმხილველმა მოსამართლემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და ფაქტობრივად დამნაშავეებად გამოაცხადა ადამიანები რომლებიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა. ბატონო მოსამართლე, რომ გამართლდნენ ის პირები არსებითი განხილვის შემდეგ გაიხდით მოსამართლის მანტიას, მოსამართლისთვის შეუფერებელი განცხადების გაკეთების გამო”.-აცხადებს  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს – რ.კ.-ს, გ.კ.-ს, თ.ბ.-ს და გ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ …

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა Read More »

კოპირება აკრძალულია!