TaoNews.Ge

ეკლესიის და ქვეყნის მტერი ლევან ბერძენიშვილი და თამთა მიქელაძის იურისტები  ლექცია სემინარებს ადვოკატთა ასოციაციაში არ უნდა ატარებდნენ-ნიკოლოზ მჟავანაძე

ეკლესიის და ქვეყნის მტერი ლევან ბერძენიშვილი და თამთა მიქელაძის იურისტები ლექცია სემინარებს ადვოკატთა ასოციაციაში არ უნდა ატარებდნენ-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,ეს ჟურნალისტები გასაგებია, მაგრამ მე ზოგიერთი ჩემი კოლეგის ლუსტრაცია და არასწორი პოზიცია მაკვირვებს, გადავხედე რა (ზოგიერთის ვინაობას არ დავასახელებ) მათ სტატუსებს რომ თურმე ათასობით ადამიანი ვინც პატრიარქის მოწოდებით სოდომისტების წინააღმდეგ გამოვიდა ბნელი და ჰომოფობია. ყვითელმა ჟილეტებმა გადაწვეს ნახევარი პარიზი და მათთვის არ უწოდებია მსგავსი რა არავის და აქ მთელი საქართველო ჰომოფობებად შერაცხეს. ვინმემ თუ იძალადა დაისაჯოს, მაგრამ შეიძლება მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰომოფობი უწოდო. ამის მერე ვინ უნდა გენდოთ თქვენ და ვინ უნდა დაიცვათ.
პროტესტი ამაზე კი არ უნდა გაგიჩნდეთ პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე:
1. ადვოკატთა ასოციაციაში ტრეინინგებს ატარებს თამთა მიქელაძის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, ქვეყანას, აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს სხვადასხვა რეგიონებში.
2. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე ადვოკატთა ასოციაციში ლექციებს გვიკითხავს ლევან ბერძენიშვილი რომელიც ასევე ყოველდღიურად პატრიარქს და ეკლესიას აგინებს.
3. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ რახან ასოციაცია სოროსის გრანტებს იღებს არ იმაღლებს ხმას იმ ფაშისტურ ფემინისტურ ორგანიზაციებზე და სახელმწიფოს ამავე პოლიტიკაზე მამაკაცების მიმართ რომელიც ბევრ ჩვენს კოლეგასაც შეეხო და ციხეები აავსო უდანაშაულო ადამიანებით.
4. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ სამოქალაქო სასამართლო პარალიზებულია და საქმეები წლებით იწელება და ასოციაცია ამაზე ხმას არ იღებს.
5. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად ახლაც არსებობს ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პრივილეგებულ ადვოკატთა სია რომლებიც საპროცესოებსაც აფორმებენ პროკურატურასთან და ხელმძღვანელობასაც ხვდებიან სხვა ადვოკატებისგან განსხვავებით და ამაზე ადვოკატთა ასოციაცია ხმას არ იღებს.
6. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ მიუხედავად იმისა რომ გამამართლებელ განაჩენთა სტატისტიკამ იმატა, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე სადაც ხელისუფლების პოლიტიკური ნება იკვეთება პროკურატურა რასაც უნდა იმას აკეთებს და ამაზე ადვოკატთა ასოციაცია ხმას არ იღებს.
7. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ პროკურატურა კვლავაც მკვდარზე ვენოკია. რაც არ უნდა მტკიცებულები მიიტანო სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯს არ დგამს და ამაზე ასოციაცია ხმას არ იღებს.
8. პროტესტი უნდა გაგიჩნდეთ იმაზე რომ სასამართლოსთან, პროკურატურასთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ადვოკატი დაჩაგრულია და ამაზე ასოციაცია ხმას არ იღებს და არაფერს აკეთებს.
9. ორი დღის წინ ასოციაციამ განცხადებით დაგმო მედიაზე ძალადობა რაც სწორია, მაგრამ ეკლესია რატომ დაგავიწყდათ. საპატრიარქოში რომ მიხვალთ და მერე სურათებს რომ გადაიღებთ პატრიარქთან ეს პიარისთვის გჭირდებათ თუ რისთვის. თქვე დალოცვილებო იმ მედიას რომელსაც მხარდაჭერას უცხადებთ რამდენიმე წელია მიწაში დებს საპატრიარქოს, პატრიარქს. გვიგინებს რწმენას. არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და თითქმის ყველა სასულიერო პირს მანიაკად და მოძალადედ აცხადებს ამაზე რატომ არ იღებთ ხმას და არ აკეთებთ განცხადებას. კოლეგებო, ასოციაციის საეჭვო სიჩუმეზე რატომ არ გვიჩნდება პროტესტი.
სადაც საჭიროა იქ გამოვთქვათ პროტესტი და ადვოკატთა ასოციაციის მსგავსად რომელიც სოროსის და სხვა ფონდების გრანტების მიღების გამო დაბრმავებული და დაყრუებულია ჩვენც იგივეს ნუ გავაკეთებთ”.-აცხადებს  ადვოკატი, ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!