TaoNews.Ge

nikoloz

იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა

იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია …

იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა Read More »

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთავის საპატიმრო მისი ნების საწინააღდმეგოდ არ დაუტოვებია (ვიდეო)

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის  კადრებს ავრცელებს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პენიტენციური …

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთავის საპატიმრო მისი ნების საწინააღდმეგოდ არ დაუტოვებია (ვიდეო) Read More »

„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც – აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. მათი მოთხოვნა მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაეყვანათ. აქციის მონაწილეები, ასევე, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

გლდანის ციხის ტერიტორიაზე ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა. დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს. ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთანდაკავშირებით ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი  გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, -ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძე – გლდანის ციხის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაბამისი სამკურნალო ვითარებაა

გლდანის ციხის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის შესაბამისი სამკურნალო ვითარება, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა  “ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. “თუ სახელმწიფოს ის არ შეუძლია, რომ უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება და მრავალპროფილური საავადმყოფოს უსაფრთხოება, ეს კიდევ უფრო უარესი …

ნინო ბურჯანაძე – გლდანის ციხის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაბამისი სამკურნალო ვითარებაა Read More »

კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 39-ე დღეს კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია პატიმრის პირადმა ექიმმა გაავრცელა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტს არ შეხვედრია, ვინაიდან, ამის სურვილი სააკაშვილს არ ჰქონდა და ექიმებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ანალიზების საფუძველზე მიიღეს. “მდგომარეობა იყო გაუარესებული და კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება,რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ მაღალპროფილურ კლინიკაში. ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა კონსილიუმთან შეხვედრა,”- აცხადებს …

კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ნიკოლოზ ყიფშიძე Read More »

მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს. იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება. აღნიშნულზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ. მისი თქმით, რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა ის „თვალწინ ააცილეს“. „ყველაფრის იგნორირებით, მიხეილ …

მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ Read More »

მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითი არ ვიცი, ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. „40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. …

მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითი არ ვიცი, ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული Read More »

კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილი. შესაბამისად, მსგავსი მონუმენტის მოწყობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდავსაყოფად. „ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა, ქალაქისთვის მისი …

კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის Read More »

კოპირება აკრძალულია!