TaoNews.Ge

ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინი უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას გეგმავს – მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა

იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გაქდაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!