TaoNews.Ge

nikoloz

ღარიბაშვილი ზელენსკის: უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე, როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი …

ღარიბაშვილი ზელენსკის: უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია Read More »

როგორც ჩანს ზოგს მოენატრა ის დრო როცა სააკაშვილის დროს იყო პრივილეგირებულ ადვოკატთა ჯგუფში საპროცესობს აკეთებდა და მდიდრდებოდა-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე და ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი მლიქვნელი, ფარისეველი და გაუნათლებელი ადამიანებია. დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მსგავსი ადამიანების დიდი ლუსტრაცია. გასაგებია რომ ინჟინერი, ექიმი და ეკონომისტი შეიძლება ვერ მიხვდეს იურიდიულ ნიუანსებსა და სამართლებრივ საკითხებს, მაგრამ თავი რომ მოგაქვს პროფესიონალ ადვოკატად და საუბრობ რომ არ შეიძლება პრეზიდენტის დამცირება , …

როგორც ჩანს ზოგს მოენატრა ის დრო როცა სააკაშვილის დროს იყო პრივილეგირებულ ადვოკატთა ჯგუფში საპროცესობს აკეთებდა და მდიდრდებოდა-ნიკოლოზ მჟავანაძე Read More »

საპატრიარქო ისე შორსაა ქრისტესგან, როგორც იუდა – გია ბუღაძე

მხატვარმა გია ბუღაძემ ტვ პირველის ეთერში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა: „მსხვერპლს კიდევ აღქმა სჭირდება. შეძლებს ქართული საზოგადოება მიშას მიერ გაღებული მსხვერპლის აღქმას და სწორად დანახვას?! ხომ არის მაცხოვრის მსხვერპლი და 20 საუკუნეზე მეტია, ვცდილობთ, განვიცადოთ, რა მსხვერპლი იყო ეს და ვერ მივუახლოვდით. შეხედეთ საპატრიარქოს განცხადებას და მიხვდებით, რომ ქრისტესგან ისე შორს არიან, როგორც …

საპატრიარქო ისე შორსაა ქრისტესგან, როგორც იუდა – გია ბუღაძე Read More »

„რუსებს, რომლებიც სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! – გიორგი მარგველაშვილი

რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგვლეშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, დანარჩენ საქართველოს აერთიანებს ზიზღი „ოპრიჩნინის“ წინააღმდეგ, რომელიც უცხოა თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ქართველი ერისთვის. „რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის …

„რუსებს, რომლებიც სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! – გიორგი მარგველაშვილი Read More »

მორღვეულები არიან და რეანიმაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ – სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი ნიკა მელიას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი გიორგი ჩიტიძე ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს მოუწოდებს, სიმტკიცე გამოიჩინონ და მოკლევადიანი ულტიმატუმები არ წამოაყენონ: „ნიკა მელია და ყველა პასუხისმგებელ პირს: არავითარი ულტიმატუმი და „ზეგ დილით დაგამთავრებთ“. მორღვეულები არიან და რეანიმაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ. ერთმა კაცმა ჩამოუშალა სისტემა და ამ მიზანმიმართულმა პროტესტმა. ასლან აბაშიძემაც გადაგვატარა კალაშნიკოვი ჰაერში და ზუსტად …

მორღვეულები არიან და რეანიმაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ – სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი ნიკა მელიას სამოქმედო გეგმას სთავაზობს Read More »

“პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა” – ომბუდსმენი

პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა, – ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ხაზგასასმელია, …

“პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა” – ომბუდსმენი Read More »

თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: წერილში არ არის საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, წერილში არ არის საუბარი იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. „ჩვენი მიზანია სააკაშილი სასჯელს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო პირობებში და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელად. ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში – ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის. თუმცა, …

თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: წერილში არ არის საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში Read More »

გიორგი გახარია სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრებზე – როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!

“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე,  გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება. “ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახარია.    

საპატრიარქო – „მეუფე ნიკოლოზის განცხადებამ შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“

საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხეში მონახულებისა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, მღვდელმთავრის კომენტარებმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედოვნებს, რომ ასეთ …

საპატრიარქო – „მეუფე ნიკოლოზის განცხადებამ შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“ Read More »

სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განუცხადა. გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.

კოპირება აკრძალულია!