TaoNews.Ge

“მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის”- წულუკიანი

თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: წერილში არ არის საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, წერილში არ არის საუბარი იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

„ჩვენი მიზანია სააკაშილი სასჯელს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო პირობებში და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელად. ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში – ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის. თუმცა, საუბარია იმაზე, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობა, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული, საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის, რასაც ჩვენ ყოველთვის, ყველა პატიმართან მიმართებაში ვიცავდით და პენიტენციური სამსახური მომავალშიც დაიცავს“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!