პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მტკიცედ მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას კვლავ დაადასტურა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს მიშელი.