TaoNews.Ge

პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ

შარლ მიშელი – პუტინს მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე

პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მტკიცედ მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას კვლავ დაადასტურა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს მიშელი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!