TaoNews.Ge

7 ნოემბერს აქცია არ იქნება, იქნება 6 ან 8 ნოემბერს – ელენე ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება. ამის შესახებ ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!