TaoNews.Ge

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

6.208 ინფიცირებული და 47 გარდაცვლილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ­ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 873 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 999 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 490 462-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.14%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 429 190.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 483 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა – 810, იმერეთი – 782, ქვემო ქართლი – 307, შიდა ქართლი – 363, გურია – 172, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 513, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!