TaoNews.Ge

„ალტ-ინფო“ Facebook-ზე ისევ აღარ იძებნება

5-6 ივლისის აქციებისას დაკავებული 30 პირის ოჯახებს, „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 155 000 ლარამდე ფინანსური დახმარება გადაეცა

5-6 ივლისის აქციებისას დაკავებული 30 პირის ოჯახებს, მედიაკომპანია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 155 000 ლარამდე ფინანსური დახმარება გადაეცა.

5-6 ივლისის აქციების დროს დაკავებულების დასახმარებლად სახსრების მობილიზება მედიასაშუალება „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით მოხდა და მასში საქართველოს ათასობით მოქალაქემ, მათ შორის ემიგრანტებმა, მიიღეს მონაწილეობა.

თანხის ერთი ნაწილი მოხმარდა საადვოკატო მომსახურებას და სასამართლო ხარჯებს, ხოლო მეორე  ნაწილი უშუალოდ ოჯახების ფინანსურ დახმარებას.

„ალტ-ინფოს“ გუნდის სახელით დიდი მადლობას ვუხდით ყველა პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოჯახების დახმარების პროცესში. ვეცდებით მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

გადარიცხვების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის თანდართულ დოკუმენტაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!