TaoNews.Ge

“40 წელზე მეტია საჭეთმპყრობელი, ვეღარ იცანი კაცო?”- მეუფე სტეფანე მეუფე პეტრეს მიმართავს

“40 წელზე მეტია საჭეთმპყრობელი, ვეღარ იცანი კაცო?”- მეუფე სტეფანე მეუფე პეტრეს მიმართავს

23 მარტს,  ჭყონდიდელ მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა და დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
გთვავაზობთ ამონარიდს მისი ქადაგებიდან, რომელიც პატრიარქის გარშემო არსებულ ცილისწამებლურ კაპმანიას ეხება. მან ამბიონიდან განყენებულ მეუფე პეტრეს მიმართა.

“40 წელზე მეტია საჭეთმპყრობელია, ვეღარ იცანი კაცო?”, – ასე მიმართა მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრეს.

მეუფე სტეფანეს თქმით, მეუფე პეტრე წარსულში პატრიარქს ხშირად აქებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაშინ გულწრფელი არ ყოფილა და გარკევუელი საჭიროების გამო აკეთებდა ამას.

“უწმინდესმა როგორი სიტყვებით მიმართა მეუფე პეტრეს, უძღებ შვილს ველოდებიო, მეტი რა გააკეთოს იმ კაცმა სიყვარულით, ეკლესია ასე მოქმედებს. “წადი”, “მოდი” და ეგეთი ყვირილები არ არის ეკლესიურობა. ეს არის პოლიტიკური პარტიების ხერხები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებისთვის და აქ არც ხელისუფლებაა და არც ტახტები არ არის, ყველაფერი არის უფლის, როგორც დაჯდები ისე გადმოვარდები იქედან, თუ ღვთის შვილი და მსახური არ იქნები. ეკლესიაში რომ თვითმარქვია წამოჯდეს და რაღაც ადგილი დაიკავოს დროებით შეიძლება, მაგრამ მერე მოეკითხება პასუხი. პატრიარქს როცა ეუბნები ასეთ რაღაცას, 40 წელზე მეტია საჭეთმპყრობელი, ვეღარ იცანი კაცო? ხანდახან მრცხვენოდა ისეთი ეპითეტებით ამკობდა პატრიარქს. მრცხვენოდა, უწმინდესის მიმართ რაღაცას ვაკლებ და რაღაცას ვერ ვაკეთებ-მეთქი, შინაგანად მქონდა ეს, რომ როგორ უყვარს მას და მე როგორ არ შემიძლია ასე გამოხატვა. ახლა რა დაგემართა, მაშინ გიყვარდა როცა გაწყობდა და ახლა აღარ გაწყობს?”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!