TaoNews.Ge

რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი

რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი

რა ქონებას ფლობს ნინო გიორგობიანი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

როგორც მის მიერ 2021 წლის 25 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ნინო გიორგობიანს ეკუთვნის: 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 57,93 კვ.მ სახლი ამბროლაურის რაიონში, რაშიც 2017 წელს 4000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 67 კვ.მ ბინა თბილისში, რომლიც 2010 წელს 60 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, ნინო გიორგობიანის სახელზეა 2014 წელს 150 000

აშშ დოლარად შეძენილი 119 კვ.მ ბინა და ავტოფარეხი თბილისში.
დეკლარაციის მიხედვით, ნინო გიორგობიანმა შსს-ში სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, გასულ წელს ხელფასის სახით – 74 659 ლარი მიიღო.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო გიორგობიანი ფლობდა: ,,თიბისი ბანკის” სახელფასოზე – 394,22 ლარს, ხოლო, ანაბარზე – 10 197 აშშ დოლარს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!