TaoNews.Ge

31 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

31 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

ზუსტად 31 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.

გახსნით მატჩში ერთამანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ჩემპიონატის პირველი და ისტორიული გოლი ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბურთის თამაშში შეყვანის პატივი – ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას ვაჟს , 11 წლის ვიტალი დარასელია უმცროსს ერგო. შეხვედრის დაწყებამდე კი ფეხბურთელებს და სავსე “დინამო” სტადიონს ეროვნული მოძრაობის  ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა.

იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

კოლხეთი: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე

მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!