TaoNews.Ge

31 წლის ქართველმა მადრიდის მძევლები აიყვანა და ცნობილი საიუველირო მაღაზია გაძარცვა

31 წლის ქართველმა მადრიდის მძევლები აიყვანა და ცნობილი საიუველირო მაღაზია გაძარცვა

“პანდემია ქართველ კრიმინალებს ვერ აფერხებს”, – წერს გამოცემა “დოიჩე ველე”, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ მადრიდის ცნობილი “ერმიტაჟის” ძარცვას ეხმაურება.

სტატიაში ვკითხულობთ: “მაისის დასაწყისი ესპანეთში მღელვარე პოლიტიკური მოვლენებით აღინიშნა, მადრიდის რეგიონალური არჩევნების სახით. ამასთან, ამ არჩევნებმა ფაქტობრივად დაჩრდილა კიდევ ერთი მოვლენა დანაშაულის სამყაროდან.

არჩევნების დღეს, 4 მაისს, საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ დემონსტრაციულად გაძარცვა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი”.

მძევლების აყვანით განხორციელებულმა ძარცვამ, ჩხუბმა და ვიტრინების მსხვრევამ, პანიკა გამოიწვია. მიმდებარედ მოხდა მოძრაობის პარალიზება. ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა”.

ირკვევა, რომ კონსტანტინე ფ. ესპანეთში ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს ქურდობისთვის. სავარაუდოდ, ახლა მას ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს, რადგან ამჯერად დანაშაული კვალიფიცირდება როგორც “განსაკუთრებით საშიში შეიარაღებული ძარცვა”.

მადრიდის ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ხოსე იგნასიო ფლორესს არაერთხელ მოუწია საქართველოს მოქალაქეების დაცვა სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ ეს საქმე “არორდინალურია“, რადგან ამ დრომდე ქართველი მძარცველები, როგორც წესი, ძალადობას არ მიმართავდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!