TaoNews.Ge

ზვიად გამსახურდია-ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით, სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

1939 წლის 31 მარტს დაიბადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სიმბოლურია, რომ სწორედ 1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი სადაც დასმულ შეკითხვას „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3 302 572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა. 31 მარტის რეფერენდუმი მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება ტერიტორიების დასაბრუნებლად, ვინაიდან შემდგომდროინდელ მოვლენები ეთნიკური წმენდის შედეგი იყო და არა მოსახლეობის ნების შეცვლისა. 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს კონსტიტუციაშიც ფიგურირებს. კერძოდ, კონსტიტუციის პირველი თავის პირველი მუხლის პირველივე პუნქტი ნათელყოფს: «საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით». ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, სათანადოდ იქნას აღნიშნული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე როგორც 31 მარტის რეფენდუმის შედეგები, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც. დღეს ზვიად გამსახურდიას 81 წლის იუბილეა და სირცხვილია, როცა მისი მკვლელობა კვლავაც გაუხსნელი რჩება და ამით მის ნათელ ხსოვნას ჩრდილი ადგება. დღეს საქართველო ვალშია პირველი პრეზიდენტის წინაშე, რადგან სწორედ მის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა ხელახლა შვა ახალი ქართული სახელმწიფო, ოსებისა და აფხაზების გულებამდე მისასვლელი გზა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზეც გადის

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!