TaoNews.Ge

2008 წლის ომის ვეტერენი ერმილე ნემსაძე დააკავეს (ვიდეო)

2008 წლის ომის ვეტერენი ერმილე ნემსაძე დააკავეს (ვიდეო)

დღეს  ბათუმისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს 2008 წლის ომის ვეტერენი ერმილე ნემსაძე,  რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ბათუმში დიდგორობის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.

რამდენიმე  ხნის წინ საქართველო დატოვა ერმილეს ძმამ შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა  დავით ნემსაძემ, რომელის ამჟამად საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით.

დავით ნემსაძემ ძმის დაკავებასთად დაკავშირებიტ სპეციალური  განცხადება გაავრცელა:

,,ერმილე ნემსაძის დაკავება მოხდა მის შემდეგ რაც არმიის ოფიცერმა ლევან კობაიძემ სკანდალური პატაკით დატოვა არმია სადაც როგორც თვითმხილველმა დაადასტურა ,,ბავშვების წამების ფაქტი” კორუფცია და ნეპოტიზმი. საჯარო გახდა
ყველაფერი ის რასაც მე ამ ხნის განმავლობაში ვამხელდი.
ჩემი ოჯახის წევრის უმოტივაციოდ დაკავება არის ჩემი პირდაპირი რეპრესის გაგრძელება.
თუ ერმილე ნემსაძე 24 საათში არ იქნება განთავისუფლებული საქართველოს საელჩოს წინ პარიზში დავაანონსებ ქართველ ემიგრანტთა პოლიტიკურ აქციას საქართველოს მოღალატე რეპრესიული ხელისუფლების წინააღმდეგ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!