TaoNews.Ge

„ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ჰამასმა“ ქალაქების – სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. დაჯგუფება ღაზას სექტორში მრავალსართულიან კორპუსზე დარტყმის საპასუხოდ ახორციელებს მორიგ იერიშს.

ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ სდეროთში დაშავდა 6 წლის ბავშვი. კრიტიკულად მძიმეა ბავშვის მდგომარეობა. გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ 4 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!