TaoNews.Ge

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით იმედგაცრუებულია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით იმედგაცრუებულია იმით, რომ „დიდი ოცეულის“ რომში გამართულ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს.

„იმედგაცრუება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ განუცხადებიათ ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების კუთხით. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული.

მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ორიენტირება, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!