TaoNews.Ge

პანდემიის მეორე წელი შესაძლოა გაცილებით მომაკვდინებელი აღმოჩნდეს – ჯანმო

ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს -ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდეს, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.

ამის შესახებ ჯანმოს დირექტორმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

„ჯანმო გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს ცვლილებას. ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!