TaoNews.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი: ფეხბურთელი 15 მილიონი ღირს

ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი: ფეხბურთელი 15 მილიონი ღირს

გერმანულ გამოცემა Transfermarket-ზე ქართველი ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოქვეყნდა. ქართული ფეხბურთის ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარტის სანაკრებო მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა, ახალი ქართული სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.

ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ფასი 15 მილიონი ევროა. მისი ფასი 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე 5 მილიონი ევროთი გაიზარდა.

ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია და მასზე ძვირად აქამდეც არავინ ყოფილა შეფასებული. რეკორდი საბა კვირკველიას ეკუთვნოდა, რომელიც პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო, ვინც Transfermarket-ს 10 მილიონ ევროდ ჰყავდა შეფასებული.

წყარო : sport4me.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!