TaoNews.Ge

“ვინც ნაციონალების მხარესაა, იმ ხელოვანებს უფრო ეძახიან კონცერტებზე იმის შიშით, რომ რამე არ თქვან, ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით” – ირმა სოხაძე

“ვინც ნაციონალების მხარესაა, იმ ხელოვანებს უფრო ეძახიან კონცერტებზე იმის შიშით, რომ რამე არ თქვან, ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით” – ირმა სოხაძე

ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით”, – ასე გამოეხმაურა მომღერალი ირმა სოხაძე კულტურის ახლადდანიშნული მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ “თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს აზრი საიდან მოდის“..

თეამ სხვა კონტექსტი ჩადო მის ფრაზაში“, როდესაც თქვა, რომ აპირებს, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების “განსხვავებული აზრის შესწავლას” – ამბობს მომღერალი

სოხაძის თქმით, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ ხელოვანების დევნა არ დაბრალდეთ და ამის გამო ლოიალურად არიან განწყობილნი ოპოზიციონერი ხელოვანების მიმართ.

“მე გეტყვით პირიქით, სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან “ნაციონალების” აპოლოგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველაგან ისინი არიან. ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ, შიში, რომ არ დაბრალდეს, დევნიან ამ ხელოვანებს, ყველგან ესენი ჰყავთ. ჩვენ, ნეიტრალური და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპატიით გამსჭვალული ადამიანები, გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით. მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც. რა კარგ დღეში არიან „ნაციონალებთან“ დაახლოებული ხელოვანები, იმიტომ რომ იქაც კარგად არიან და აქაც” – ამბობს ირმა სოხაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!