TaoNews.Ge

დღეს ქართული მედიის წარმომადგენლებმა განახორციელეს ზეწოლა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ-ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაზე

ხელისუფლებავ სახეზეა ნაცების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 222, 226 და 321​-ე 1 პრიმა ​მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
..ხელისუფლებავ სახეზეა ნაცების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 222, 226 და 321​1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მიეცით პასუხისგებაში დამნაშავეები.

 მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 მუხლი 321​1. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა

1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების ან/და მატერიალური რესურსების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის (გარდა ამ კოდექსის 320-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა) ჩასადენად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,  რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.”-წერს მჟავანაძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!