TaoNews.Ge

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების დაუმორჩილებლობა – “როგორ უნდა დავემორჩილო ცრუს და მატყუარას”

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები, რომელთა ნაწილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ზიარება აუკრძალა, აცხადებენ, რომ მიტროპოლიტის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.

ბალდის მონასტრის არქიმანდრიტი, მამა ათინოგენი მიიჩნევს, რომ საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიონ, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

“ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეს იქნას გამოძიებული, სახელი დარქმეული, ვინც დასასჯელია – დაისაჯოს და დამსაჯეთ ბატონო პირადად მეც, თუ რამე ტყუილი და არასწორი ვთქვი მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, მაგრამ არა იმ ცრუპენტელა და სიტყვის მთქმელი ადამიანებისგან, რომელიც მერე ამბობს, რომ მე ამ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებო. როგორ უნდა დავემორჩილო ცრუს და მატყუარას”, – აცხადებს მღვდელმსახური.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!