TaoNews.Ge

წინა შესარჩევი ციკლის მსგავსად ახლაც წარმატებების იმედები არ უნდა გვქონდეს, რადგან სფფ-ს ყავს ქართული ფეხბურთის მესაფლავე, ნაკრებს კი არაკვალიფიციური მწვრთნელი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა. როგორც ვაისის შემთხვევაში ეხლაც ვიხილეთ გაუგებარი სასტარტო შემადგენლობა,  გაუგებარი ცვლილებები და ერთი ტაიმის გუნდი.  გასაგებია რომ მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ ასე იქნება მუდამ და აქცენტის მხოლოდ იმაზე კეთება რომ ფიფას რეიტინგში მყოფ გუნდებთან შანსი არ გვაქვს გულის შემაწუხებელი მარაზმია, მაშინ რისთვის ვთამაშობთ და რისი იმედი გვაქვს. სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრები გახადა საცდელი ექსპერიმენტების ლაბორატორიად, ნაკრების მწვრთნელები ინიშნებიან ისე რომ ისინი  არ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს რომელიც უნდა გააჩნდეს ეროვნული ნაკრების თავკაცს. დღევანდელ შეხვედრაში არათუ ფრე, გამარჯვების მიღწევაც იქნებოდა შესაძლებელი ნაკრებს კვალიფიციური მწვრთნელი რომ ყოლოდა. როგორც ვაისის შემთხვევაში ახლაც არ თამაშობენ ისინი ვინც უნდა თამაშობდნენ და თამაშობენ ისისნი ვისი ინტერესი აქვს სფფ-ს ხელმძვანელობას რომ მათი კარგ ევროპულ კლუბში განხორციელებული ტრანსფერით ხელი მოითბონ.  აუხსნელად რჩება რატომ შეცვალეს კვარაცხელია და კანკავა, რატომ არ მისცეს ძირითადში თამაშის საშუალება კიტეიშვილს და მიქაუტაძეს, რატომ არ მისცეს 15 წუთის თამაშის უფლება მაინც ბუდუ ზივზივაძეს, რატომ არ წავიდა რისკზე სანიოლი რომელსაც ერთი კვირა გვპირდებოდა. სამწუხაროდ,  წინა შესარჩევი ციკლის მსგავსად ახლაც წარმატებების იმედები არ უნდა გვქონდეს, რადგან სფფ-ს ყავს ქართული ფეხბურთის მესაფლავე, ნაკრებს კი არაკვალიფიციური მწვრთნელი.

შვედეთი – საქართველო 1:0 (1:0)

სტოკჰოლმი, „ფრენდს არენა“

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი; ლუსტიგი (კრაფტი 84), ლინდელოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი; კულუშევსკი, ოლსონი (ეკდალი 69, სვანბერგი 73), ლარსონი, კლაესონი (ფორსბერგი 74); იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 84), ისაკი

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო (4-3-3): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია, კანკავა (გვილია 60), კვეკვესკირი (შენგელია 60); ლობჟანიძე (ბერიძე 78), ქვილითაია (მიქაუტაძე 84), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 1:0 კლაესონი (35)

გაფრთხილება: დვალი (90) – იბრაჰიმოვიჩი (54), ოლსონი (59), აუგუსტინსონი (64)

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!