TaoNews.Ge

წინანდლის ტყეში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს

წინანდლის ტყეში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს

სისხლიანი გარჩევა კახეთში – წინანდლის ტყეში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. “პირველებს” წყარო უყვება, რომ ერთ-ერთი მოკლული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ძმაა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ზვიადაურის ახლო მეგობრებს, რომლებიც მასთან ერთად ტყეში იმყოფებოდნენ.

სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ იმყოფებოდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში შეყვანისას სამივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.

წინანდლის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციასა და ექსპერტ კრიმინალისტებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და ინციდენტის ადგილზე არავის უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში “პირველებს” უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!