TaoNews.Ge

წინანდალში მკვლელობის ადგილზე ზურაბ ზვიადაურიც იყო – ახალი დეტალები

წინანდალში მკვლელობის ადგილზე ზურაბ ზვიადაურიც იყო – ახალი დეტალები

კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, სამი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ორმხრივ სროლას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მეგობრებთან ერთად მივიდა, სადაც დაპირისპირება მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე ასევე იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც.

მომხდარის შედეგად დაჭრილია ორი პირი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!