TaoNews.Ge

წერეთელზე პოლიციის შენობიდან ლევან გაჩეჩილაძე გადახტა

მამაკაცი, რომელიც 16 ივნისს ღამით პოლიციის განყოფილებიდან გადახტა, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძეა. მას ყოფილმა ცოლმა ძალადობის გამო უჩივლა, როგორც ირკვევა, ყოფილი ცოლი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ექიმის თქმით, პაციენტს აქვს გულ-მკერდის დახურული ტრავმა, გატეხილი აქვს ნეკნები აქვს, ასევე ცხვირი და იდაყვი, მას დაზიანებული აქვს სხეულის უმეტესი ნაწილი.

პაციენტი აპარატულ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმყოფება და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამასთან დაიკითხება ყველა პირი, ვინც საქმესთან შესაძლო შემხებლობაშია.

გამოძიება 342-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!