TaoNews.Ge

ძმები არველაძეები მოცვის ბიზნესში- კომპანია „ბლუბერი ფარმის“ სამომავლო გეგმები

ძმები არველაძეები მოცვის ბიზნესში- კომპანია „ბლუბერი ფარმის“ სამომავლო გეგმები

ცნობილი გახდა, რომ  ფეხბურთელმა ძმებმა რეზი, შოთი და აჩი არველაძეებმა ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს.  როგორც ირკვევა, ძმები არველაძეების მოცვის ბაღები ოზურგეთის რაიონში, ლიხაურში 27 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ძმები პირველ მოსავალს წელს ელოდებიან.

ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მათ პლანტაციას ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ესტუმრა.

Bm.ge-ისთან საუბარში არველაძეების პარტნიორმა, კომპანია „ბლუბერი ფარმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა კოკა კანდელაკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ეტაპობრივად მოცვის ბაღების ფართობის 50 ჰა-მდე გაზრდას ვგეგმავთ. ვაპირებთ მოცვი ყატარში, რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ევროპის ქვეყნებში გავიტანოთ; მოცვზე მოთხოვნა ყველგან დიდია. რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზეც გავყიდით, თუმცა მცირე რაოდენობით. წელს 20-25 ტონა მოსავალს ველით, 2022-2023 წლებისთვის კი ვფიქრობთ, მოცულობა 200-250 ტონამდე გაიზრდება“, – აცხადებს კანდელაკი.

მისივე თქმით, კომპანიის გეგმებში ლიხაურში სამაცივრე მეურნეობის აშენებაც შედის, სადაც მოსავალს შეინახავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბლუბერი ფარმმა“ სახელმწიფო პროგრამებით – „შეღავათიანი აგროკრედიტით“ და „დანერგე მომავლით“ ისარგებლა. კოკა კანდელაკის ინფორმაციით, ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარია.

„ვსარგებლობთ აგროსესხით, სახელმწიფო ძალიან გვიდგას მხარში, სესხი 12%-ად ავიღეთ, საიდანაც 11%-ს სახელმწიფო ფარავს, ჩვენ კი 1%-ს ვიხდით. 3.5 წელში უნდა დავფაროთ სესხი“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ამ დროისთვის ძმები არველაძეების მოცვის ბიზნესი 10-15 ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!