TaoNews.Ge

ძალოსნები არიან გარეული, რადგან ხელი დააფარეს და საქმე ჩაფარცხეს – ბაჩალიაშვილის დედა

“მთავარი არხის”  სიუჟეტის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. “პოსტ-ფაქტუმის” ჟურნალისტმა, დავით აბრამიშვილმა იმ მონაცემთა ბაზას მიაკვლია, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა  თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. სავარაუდოდ, მისი კომპანია უცხოელ მომხმარებლებს ბარათებიდან ფულს პარავდა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად სუს-თან თანამშრომლობდა.

“ნორვეგიაში რომ უნდოდა თავშესაფრის ძებნა ეს სუს-სს არ გაუჭირდებოდა ამის დადგენა, რომ თამუნამ იქ მოითხოვა თავშესაფარი და არიქა იქ იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობაც. როცა გაირკვა ეს ყველაფერი იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე, შეეწირა კიდეც ამ ყველაფერს.

თუ თვითონ მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩაერთვებოდა მაშინ ცოცხალი იქნებოდა როგორც არიან სხვები შეგნებულად ჩართულები. ძალოსნები არიან ამ იმაში გარეული რადგანაც დააფარეს ხელი ამ ყველაფერს და ჩაფარცხეს გამოძიება და დახურეს საქმე”, – თქვა თეონა თამაზაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!